სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლაში მიწვეულ სტუმრებს ჩაით გაუმასპინძლდნენ
26-03-2018
სავანეთის  საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს.

სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება სკოლის ეზოში მოაწყვეს. 

ეზოში სუფრა გაიშალა, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა ქართულად და აზერბაიჯანულად ლექსები წაიკითხეს, დადგეს წარმოდგენა და სტუმრებს სახალისო ნომრები აჩვენეს. მეკვლემ გუდით ტკბილეული დაარიგა. დაანთეს ჭიაკოკონა, გამოიყვანეს პატარძალი და შეასრულეს რიტუალი. 

ღონისძიების  ბოლოს, მოსწავლეებმა პედაგოგებსა და სტუმრებს ე.წ. „სამოვარით“ მოდუღებული ჩაი დაალევინეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. 

„ღონისძიება ტრადიციას მიეძღვნა, საქართველო  მულტიკულტურული ქვეყანაა, პატივს სცემს ყველა ერს,  მათ ტრადიციებს, ადათ-წესებსა და რელიგიას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203