რამხელა კონკურსია ეროვნულ გამოცდებზე - ოფიციალური მონაცემები
30-06-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ეროვნულები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება. 

აბიტურიენტის არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:
 
ისტორია აირჩია 21800 - მდე აბიტურიენტმა; 
მათემატიკა - 13 800 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ბიოლოგია - 3400 - ზე მეტმა აბიტურიენტმა; 
გეოგრაფია - 1300 - მდე აბიტურიენტმა; 
სამოქალაქო განათლება - 600-მდე აბიტურიენტმა;
ლიტერატურა -  800 - მდე აბიტურიენტმა; 
ქიმია -  2600 - მდე აბიტურიენტმა; 
ფიზიკა -  350 - მდე აბიტურიენტმა; 
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 200-მდე აბიტურიენტმა. 
 
გაითვალისწინეთ, რომ პროგრამების არჩევისა და წაშლის  საშუალება გამოსაცდელებს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაქვთ. ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203