ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია დღეიდან, 1 ივლისიდან დაიწყო.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.
რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებისთვის, რომლებიც 2022 წლის 1 ივლისამდე ახორციელებდნენ საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით.
დეტალური ინსტრუქცია რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე: