შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს გამოცდაზე მოქცევის წესებს აცნობს, რომელიც ყველა გამოსაცდელის უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება.
აღნიშნული წესები სექტორში სამუშაო პირობების შექმნასა და პროცესის სამართლიანად და ობიექტურად წარმართვაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, აპლიკანტებმა უნდა იცოდნენ საკუთარი უფლებებიც.
გაეცანით საგამოცდო სივრცეში მოქცევის წესებსა და თქვენს უფლებებს:
გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნება პირი:
- ლექსიკონის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს (მათ შორის საათის) გამოცდაზე შეტანისა და მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში;
- დამხმარე მასალის გამოყენების ან აღმოჩენის შემთხვევაში;
- წესრიგის უხეში დარღვევის, აგრეთვე, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან ამის მსგავს შემთხვევაში;
- ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
გამოსაცდელი უნდა დაემორჩილოს გამოცდის კურატორის, მეთვალყურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილებას, მათ შორის, გამოცდიდან მოხსნის შესახებ.
საგამოცდო პროცესის მონაწილე რომელიმე პირის/პირების მიერ დადგენილი პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, უფლება გაქვთ იმავე დღეს წარმოადგინოთ საპრეტენზიო განაცხადი საგამოცდო ცენტრის შენობაში.
იხილეთ ასევე: გამოცდაზე დაშვებული ნივთების სიას „ნაეკი“ აქვეყნებს
2022 წლის მთავარი სიახლე და გამოცდების ეროვნული ცენტრის გაფრთხილება აბიტურიენტებს
წესები, რომლებიც გამოცდაზე უნდა დაიცვათ - მეორე გაფრთხილებაზე აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნება