ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 3 კვირით ადრე შეჩერდა - სააგენტო მიზეზებს განმარტავს
01-07-2022

სააღმზრდელო პროცესი ქობულეთის ბაღებში 20 ივლისის ნაცვლად 1 ივლისს შეჩერდება. მერიის გადაწყვეტილება მშობლების პროტესტის მიზეზი გახდა. როგორც ისინი აღნიშნავენ, გასულ წლებში ბაღებში საზაფხულო არდადეგები  ივლისის მესამე კვირაში იწყებოდა და გამონაკლისი ამ მხრივ მხოლოდ პანდემიის ორი წელი იყო. მშობლები ითხოვენ, მერიამ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს, რადგან სხვა შემთხვევაში მათ სამსახურებში პრობლემები ექმნებათ.

როგორც აჭარის საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, მშობლებისთვის მიუღებელი და გაუგებარია მიზეზები, რომლებიც მათ ბაღების ადმინისტრაციამ დაუსახელა.

ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ია ხალვაშის თქმით, პოზიცია  ქობულეთის მერთან შეაჯერა. რაც შეეხება მშობლების პრეტენზიას, აცხადებს, რომ  მათ  სურვილებს ვერ მოერგებიან. რაც შეეხება მიზეზებს თუ რატომ იწყება 20 დღით ადრე საზაფხულო არდადეგები, მიზეზად ჩუტყვავილის ინფექციის გავრცელებას ასახელებს.

გადავამოწმეთ ინფორმაცია მაღალმთიან აჭარაში, სადაც დაგვიდასტურეს, რომ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ივლისის მეორე ნახევარში შეწყდება, მაღალი გამოცხადების  შემთხვევაში კი პროცესს გააგრძელებენ. 

ასევე კიდევ რამდენიმე კვირა იმუშავებენ ბაღები ბათუმშიც. აჭარის მედიის ინფორმაციით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აღნიშნავენ, აჭარაში ჩუტყვავილას მხრივ ეპიდვითარება მშვიდია და, რომ მხოლოდ სეზონისთვის დამახასიათებელი შემთხვევები დაფიქსირდა. 

იხილეთ: საზაფხულო ბაღები თბილისში არა, სამაგიეროდ ქუთაისსა და თელავში იქნება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203