ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის ეზოს გამწვანებაზე ზრუნავენ
26-03-2018
ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის „ნორჩი რეინჯერების“ წევრებმა სკოლის ისტორიის უფროსი მასწავლებელის ლელა თოთლაძის ხელმძღვანელობით ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია გამართეს. 

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ხეები დარგეს და გამწვანებული სკვერი მოაწყვეს. 

ღონისძიებას ეკოლოგიური კლუბის „მწვანე გუშაგების" წევრებიც შეუერთდნენ.

კლუბს ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი მერი დუმბაძე ხელმძღვანელობს. 

„ნორჩი რეინჯერების“ პროგრამა, პროექტის - GEF/UNDP-ის „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ ფარგლებში, „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“ მიერ ხორციელდება. 
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203