თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში მესამეკლასელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ მასწავლებელი ლალი თეთრაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა თემატურად გააფორმეს დაფა, ჩაიცვეს წინდები, გააკეთეს ჩანახატები, გაბერეს ყვითელი ბუშტები და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროექტის ფარგლებში სპეციალურ მასწავლებლებთან ერთად უყურეს ფილმს „საოცრება“.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო