ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტელეთამაშში, ''წიგნების თარო'', მიიღეს მონაწილეობა
01-11-2016
ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სალომე სანდროშვილმა(XII კლასი), რუსუდან მურვანიძემ(XI კლასი), ანი ანანიშვილმა(XI კლასი) მონაწილეობა  მიიღეს საზოგადოებრივი არხის ტელეთამაშში ,,წიგნების თარო“, რომლის თემატიკას მხატვრული ლიტერატურა წარმოადგენს და შესაბამისად გამარჯვებისთვის მთავარი არის წიგნიერება.

დასახელებულმა მოსწავლეებმა კონკურსამდე გაიარეს შესარჩევი ტური, გაიმარჯვეს და კონკურსის დღეს ერთმანეთის წინაშე წარდგნენ ქ. ახალციხის მე-5 და თბილისის 21-ე საჯარო სკოლის გუნდები.

შეჯიბრი, რომელიც შვიდი რაუნდისგან შედგებოდა (მათ შორის გულშემატკივრების რაუნდი და ბლიც-ტური), დამთავრდა თბილისის სკოლის მოსწავლეთა გამარჯვებით მინიმალური სხვაობით. 

ამ სკოლების მოსწავლეებმა აჩვენეს წიგნიერების მაღალი დონე. 

საზოგადოებრივი არხი ტელეთამაშით, ,,წიგნების თარო“, წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203