ზარიძეების საჯარო სკოლის ფრენბურთის გუნდმა რეგიონალურ შეჯიბრში გაიმარჯვა
26-03-2018
ზარიძეების ზ.იარაჯულის სახელობის საჯარო სკოლის ფრენბურთის გუნდმა რეგიონალურ შეჯიბრში პირველი ადგილი აიღო. 

ფრენბურთის გუნდს პედაგოგი ილია სისაური ხელმძღვანელობს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მატჩი საინტერესო და დაძაბული იყო. გულშემატკივრებმა გუნდის წევრების მიმართ ოვაციები და საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. 

გუნდი მალე საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203