პერსონალის ხელფასი გაიზრდება და შრომითი პირობები გაუმჯობესდება - რა წერია ბიუჯეტში
01-07-2022

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულ პრიორიტეტეულ პროგრამებს შორის არის სკოლამდელი დაწესებულებები. მიმდინარე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სხვადასხვა ტიპის აქტივობებისთვის, მათ შორის, შენობების რეაბლიტაციისთვის, თანამშრომელთა ხელფასის ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლებისვის 1256,7 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 9 საბავშო ბაღი, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის“ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრი“.

სულ სკოლამდელ ცენტრში დასაქმებულია 121 თანამშრომელი, მათ შორის: ცენტრის ადმინისტრაციაში -11,ხოლო დანარჩენი-111 პირი დასაქმებულია ბაგა-ბაღებში, აქედან და 40 აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწეა ხოლო -71 სხვა პერსონალი. 

ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში  მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი  სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ბაგა-ბაღების პერსონალის  შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. პერსონალის მცირე ხელფასის გათვალისწინებით იგეგმება 2020-2023 წლებში ზრდა“, - აღნიშნულია ბიუჯეტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203