„ეტალონი“ მომავალი თაობისთვის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს“- დმანისის ეტალონი მოსწავლე ცნობილია
01-07-2022
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

30 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დმანისის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული დიდი დმანისის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე გელა მარტიაშვილმა მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა დმანისელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები საუბრობენ.

კობა მურადაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ჩვენი მუნიციპალიტეტი გვერდში ვუდგავართ და კვლავ დავუდგებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეები განვითარდნენ, გამოამჟღავნონ საკუთარი განათლება და უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ. ყველანაირად მზად ვართ „ეტალონის“ პროექტში აქტიურად ვიყოთ ჩართულები. მოსწავლეებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, რომ ის ცოდნა რასაც სკოლაში იღებს თავიდანვე წარმოაჩინოს და ამისთვის უმაღლესში ჩაბარებას არ დაელოდოს. მათ უფრო მეტი ხალისი გაუჩნდებათ, რომ ის შრომა რაც სწავლაში ჩადეს თურმე საჭირო ყოფილა. ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ სწორედ ამას ემსახურება. „დმანისის ეტალონ მოსწავლეს“, გელა მარტიაშვილს პირადად მე ვულოცავ ვუსურვებ კიდევ მეტი წარმატებისთვის მიეღწიოს ესახელებინოს, როგორც ჩვენი დმანისი, ასევე მთელი საქართველო.

​არიფ სულეიმანოვი, დმანისი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე:

ვფიქრობ, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩვენი მომავალი თაობისთვის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. მეც და მუნიციპალიტეტის მერიაც პროექტს მხარდაჭერას ვუცხადებთ. ყოველ წელს აქტიურად ვერთვებით პროექტში. მინდა, აქვე „დმანისის ეტალონ მოსწავლეს“ მივულოცო ეს გამარჯვება და მომავალი წარმატებები ვუსურვო.

ნინო ომიაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:

წლებია ჩვენი მუნიციპალიტეტი ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობს და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა დიდია, რადგან განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად ვცდილობთ მსგავს პროექტებს მხარი დავუჭიროთ. „ეტალონი“ გამორჩეულია, რომ ბავშვების დაინტერესება და აქტივობა ყოველთვის ძალიან დიდია. როგორც კი იგებენ, რომ აღნიშნული კონკურსი ტარდება, ჩართვას მაქსიმალურად ცდილობენ. ეს კი ჩვენ ძალიან გვახარებს. წელს ინტელექტ-ჩემპიონატი ონლაინ ფორმატში ჩატარდა, თუმცა ვიმედოვნებ, მომავალ წელს პირისპირ რეჟიმში გაიმართება. „ეტალონის“ მეშვეობით ბავშვები იმ ცოდნას იმოწმებენ, რასაც წლების განმავლობაში იღებენ; ასევე, ეჩვევიან კონკურსებს და იმას რომ, შესაძლოა რაღაცის წინაში ერთხელაც მარტო დარჩნენ და თავად უნდა გააკეთონ არჩევანი. „ეტალონი“ ბავშვებს ლოგიკას უვითარებს და უფრო მეტად მოქნილები ხდებიან.

ქეთევან ჩხეტიანი, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი:

ჩემი აზრით, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ჩატარება ბავშვებისთვის აუცილებელია. პროექტს ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს. ბავშვების მხრიდან პროექტისადმი დაინტერესება დიდია. „ეტალონი“ მოსწავლეებში ცოდნის დონეს ამაღლებს და სულ სხვანაირები ხდებიან გამარჯვებულები... „ეტალონში“ გამარჯვება უკვე ტიტულია. ამდენი წელია მიმდინარეობს და ინტერესი არ იკლებს, ყველამ იცის „ეტალონის“ შესახებ. მადლობა „ეტალონს“ და ჩვენს ბავშვებსაც.

მაია ხმალაძე, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩვენი საგანმანათლებლო რესურცენტრი აქტიურად ვართ ჩართულები, ვინაიდან პროექტს მხარს ვუჭერთ. მაგალითად, შარშან ჩემპიონატში პირდაპირ ჩვენი რესურსცენტრიდან ჩაერთნენ. პროექტს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. ვთვლი, რომ ნებისმიერი ჩემპიონატი ბავშვის უნარჩვევების განვითარებას ემსახურება. უვითარდებათ ასევე, შემოქმედებითი უნდარი და საკუთარ თავში ბევრად დარწმუნებულები ხდებიან. 

გელა მარტიაშვილი, „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ დიდი დმანისის საჯარო სკოლა:

ჩემთვის „დმანისის ეტალონის მოსწავლის“ ტიტული ნიშნავს, რომ უფრო უკეთესად უნდა ვისწავლო და ბევრად მეტი შევძლო. ძალიან გამიხარდა ეს გამარჯვება. „ეტალონმა“ მასწავლა, რომ ადამიანმა იმედი არ უნდა დაკარგოს და მომავალი განვითარებისთვის ისწავლოს. ეს გამარჯვება იმედის მომცემია, რომ მონდომებითა და განათლებით უფრო მეტ შედეგს მივიღებთ. ჩემს თანატოლებს პროექტში მონაწილეობას ვურჩევ და რაც მთავარია, ყველა ბავშვს მოვუწოდებ ისწავლონ და განათლება მიიღონ.

ლაურა ტატუაშვილი, დიდი დმანისის საჯარო სკოლის დირექტორი:

მინდა აღვნიშნო, რომ გელა ძალიან ჭკვიანი და ფრიადოსანი მოსწავლეა. მისი წარმატების მოლოდინი ნამდვილად გვქონდა, თუმცა გვეშინოდა, რომ უფროსკლასელები მეტ ქულას აიღებდნენ. ჩვენი სკოლისთვის ძალიან დიდი მიღწევაა, რომ „დმანისის ეტალონის მოსწავლე“ სწორედ ჩვენი სკოლიდან გახდა. გელას წარმატება ძალიან დიდი სიხარულია და სკოლისთვის უდიდესი წარმატება. „ეტალონში“ მოსწავლეების მონაწილეობა მნიშვნელოვანია. უპირველესად, ბავშვები საკუთარ ცოდნას იმყარებენ, ხვდებიან რამდენად მომზადებულები არიან მომავალი ცხოვრებისა და წარმატებებისთვის. პროექტის მეშვეობით ბავშვი საკუთარ ცოდნას უკეთესად ხედავს და აფასებს. სტიმულია, რომ მომავალში მეტი იმუშაოს საკუთარ განათლებაზე.

ხათუნა ოქრიაშვილი, დიდი დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგი:

გელას წარმატება მოულოდნელი არ იყო, რადგან პატარა ასაკიდანვე ემჩნეოდა რამდენად შრომისმოყვარე და წარმატებული ბიჭი იყო. ყველას გვქონდა მისი წარმატების იმედი. ვფიქრობ, მისი წარმატება როგორც მასწავლებლების დამსახურება, ასევე თავად ბავშვის შრომისმოყვარეობის შედეგია. „ეტალონი“ მოსწავლეებში გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს ხოლოდ სკოლისთვის ამ პროექტში წარმატება სახელია. 

სურაია გაჯიევა, მეორე ადგილის მფლობელი, დმანისის N2 საჯარო სკოლა:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მეორე ადგილზე გასვლა ჩემთვის მოულოდნელი იყო. ძალიან გამიხარდა და ეს წარმატება ჩემთვის სტიმულის მომცემია. პროექტში პირველად ვმონაწილეობდი და ყველას ვურჩევ ჩაერთონ. „ეტალონმა“ მე ცოდნა მომცა და მასწავლა სწრაფად აზროვნება. 

ნასრადდინ დილბაზი, მესამე ადგილის მფლობელი, დმანისის N2 საჯარო სკოლა:

ველოდი, რომ მეხუთე ან მეექვსე ადგილზე გავიდოდი, პირველ სამეულში თუ მოვხვდებოდი ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და მოულოდნელი იყო. პროექტში ძალიან მომეწონა შეკითხვები და მათი დასმის სტილი. ყველას ვურჩევ პროექტში აქტიურად ჩაერთონ. 

ინესა მანელოვა, დმანისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: 

ყველას ძალიან გაგვიხარდა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ეს წარმატება. პროექტში მიღწეული წარმატება თავად ბავშვების და მასწავლებლების შრომის შედეგია. ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები არიან. პროექტს მხარს ვუჭერთ სკოლაში და ვფიქრობ, ბავშვები დიდი გამოცდილების მისაღებად აქტიურად უნდა ჩაერთონ.

ანა ავალიშვილი, დმანისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩვენი მოსწავლეების ეს წარმატება მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, რადგან ყოველ წელს ვმონაწილეობთ, „დმანისის ეტალონი მოსწავლეც“ გვყავდა. პროექტში ეს წარმატება იმის მანიშნებელია, რომ ბავშვები უფრო მეტად ემზადებიან, ეცნობიან და ამუშავებენ ლიტერატურას. „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სკოლაში ყოველ წელს ვემზადებით. მოსწავლეებისთვის პროექტში ჩართვა აუცილებელია. მისი საშუალებით ცოდნას გამოამჟღავნებენ და საკუთარ თავს დაუმტკიცებენ რა იციან, სად აქვთ ხარვეზები, რომ შემდგომში გამოასწორონ.


ასევე იხილეთ:

2022 წლის „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„მოსწავლეები ბევრს ემზადებიან და შესაბამის ლიტერატურას ეცნობიან“- დმანისის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა

დმანისის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

დმანისელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203