როცა სემესტრული საშუალო ქულა არ არის სწორად დათვლილი - რა უნდა გადაამოწმონ მასწავლებლებმა
ელექტრონული ჟურნალი სწორად ითვლის სემესტრულ შეფასებებს - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებისთვის კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებას სემესტრული ნიშნის დაწერასთან დაკავშირებით და მათ საშუალო შეფასების გამოთვლის ინსტრუქციას სთავაზობს.
„ძალიან გთხოვთ, როდესაც სემესტრული საშუალო შეფასება თქვენი შეხედულებით, არაა სწორად დათვლილი, აუცილებლად გადაამოწმოთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც გავლენას ახდენს საშუალო შეფასების გამოთვლაზე. (
იხილეთ ინსტრუქცია )
ეს ინსტრუქცია გადმოგზავნილი გაქვთ ელექტრონულ ფოსტაზე და ასევე განთავსებულია ჯგუფშიც.
ყველა ის საკითხი, რაც მოგვწერეთ რომ საშუალო შეფასება არ იყო სწორად გამოთვლილი, გადამოწმებულია ტექნიკური ჯგუფის მიერ და დაბრუნებული გაქვთ პასუხიც. პრობლემა უმეტესად არის ან შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება ან სწორადაა დათვლილი და მასწავლებელი თვლის, რომ არაა გამოყვანილი სწორად საშუალო შეფასება.
ასევე, როდესაც ფოტოს დებთ, მოსწავლის პირად ბარათის, ბევრჯერ ჩანს ფოტოშივე შეუფასებელი შემაჯამებელი,რაც ცხადია, გავლენას ახდენს საშუალო შეფასებაზე. გთხოვთ, კარგად შეამოწმოთ ხოლმე ყველა პუნქტი.
პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოსწავლეს თუ უფიქსირდება შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება, შეუფასებელი შემაჯამებელი დავალების აღდგენა ან შეუფასებელი გამოცდა, ეს გავლენას ახდენს საშუალო შეფასების გამოთვლაზე.
და მეორე, მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს ჟურნალში შეტანილი შეფასებების მიხედვით და არა თავის ჩანიშნულ წიგნაკში დაწერილი შეფასებებით..
ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ მოცემული ინსტრუქცია და ზედმიწევნით ყველას გადამოწმებით ნახეთ.
მაგალითად, როდესაც მოსწავლეს თქვენი შეხედულებით საშუალო შეფასება არ აქვს სწორად დათვლილი, კლასების მოდულიდან მის პირად ბარათზე გადადით, შეამოწმეთ ყველა გაკვეთილი, მათ შორის შემაჯამებლებიც და ნახეთ,წერია თუ არა შეფასება.
დეტალურად კი ინსტრუქციაშია აღწერილი,როგორ შეგიძლიათ გადამოწმება.
გაითვალისწინეთ, რომ შემაჯამებელი დავალების ჟურნალში ჩაწერიდან, ის აისახება 24 საათში საშუალო შეფასებაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.