„ეროვნული სასწავლო გეგმის“ დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ჩხენკელმა ახალი ბრძანება გამოაქვეყნა
02-07-2022
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის სამოქალაქო განათლების სასკოლო სახელმძღვანელოზე გრიფირების გამოცხადებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ გამოქვეყნდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიხეილ ჩხენკელმა გრიფირება მეათე კლასის სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოზე გამოაცხადა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ დანერგვის ხელშეწყობის მიზნით:

ა) გამოცხადდეს გრიფირება ამ ბრძანების დანართი N1-ით განსაზღვრულ შესარჩევ ერთეულზე;

ბ) განისაზღვროს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის სამოქალაქო განათლების სასკოლო სახელმძღვანელოზე გრიფირების განაცხადისა და სახელმძღვანელოს მაკეტის კონცეფციის წარმოდგენისა და სხვა ვადები ამ ბრძანების დანართი N2-ის
შესაბამისად;
გ) განისაზღვროს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის სამოქალაქო განათლების გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით სარგებლობის უფლების შეძენისათვის გადასახდელი საავტორო
ჰონორარის ოდენობა და გადახდის სტრუქტურა ამ ბრძანების დანართი N3-ის შესაბამისად;
დ) დამტკიცდეს გრიფირების განაცხადის რეკვიზიტები ამ ბრძანების დანართი N4-ის შესაბამისად;
ე) დამტკიცდეს სახელმძღვანელოს მაკეტის ანკეტის რეკვიზიტები ამ ბრძანების დანართი N5-ის შესაბამისად.

ცნობისთვის, ბრძანებაში მითითებული არც ერთი დანართი არ არის საჯარო.

იხილეთ: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203