N175 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი 8 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა
04-07-2022
ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ სესიაზე ერთმა აბიტურიენტმა დაიგვიანა. N175 საგამოცდო ცენტრში აპლიკანტი 8 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა.
„ბაგებიდან მოვდიოდოთ, სტუდქალაქიდან, ბავშვმა ვერ მოასწრო უფრო ადრე მოსვლა“,- განაცხადა აბიტურიენტის მამამ.
„ცხოვრება ამით არ მთავრდება, ყველაფერი წინ გაქვს“- აბიტურიენტი სხვა მშობლებმაც გაამხნევეს და აღნიშნეს, რომ აპლიკანტების დაგვიანებისას აუცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ საცხოვრებელ ადგილს, რამხელა გზის გავლა უწევს აპლიკანტს გამოცდაზე მისასვლელას.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყო. 2022 წელს გამოცდებზე 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.