გამოცდაზე აბიტურიენტთა 5% არ გამოცხადდა - სოფიო გორგოძე მეორე სესიაზე რეგისტრირებულებს მიმართავს
04-07-2022

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით პირველ სესიაზე აბიტურიენტთა 5% არ გამოცხადებულა, ხოლო დაგვიანების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის რეგისტრაცია ზუსტად 8 საათზე დაიწყო, ხოლო გამოცდა - 9 საათზე. როგორც ცენტრებისგან გვაქვს ინფორმაცია, საგამოცდო პროცესი ყველაგან მშვიდ ვითარებაში დაიწყო. აბიტურიენტებს ჯამში 3 საათი აქვთ გამოცდის დასაწერად. რაც შეეხება სტატისტიკას, ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკით დაახლოებით 95% გამოცხადდა რეგისტრირებული აბიტურიენტების, რაც შეეხება დაგვიანების შემთხვევებს - ასეთი 2 გვაქვს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მეორე სესიის აპლიკანტებს მოვუწოდო, არ დაიგვიანოთ, რადგან სამწუხაროდ დაგვიანების შემთხვევაში თქვენ ეთიშებით საგამოცდო პროცესს“,- განაცხადა სოფიო გორგოძემ.

იხილეთ ასევე: N175 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი 8 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203