„იმედია, კოვიდიანი აბიტურიენტი გამოცდაზე არ მოვიდა“ - ცენტრი დავირუსებულ აპლიკანტებს აღარ ამოწმებს
04-07-2022

კოვიდ-19-ის გამო გამოცდაზე ერთი აბიტურიენტი არ გამოცხადდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ერთმა აპლიკანტმა თავად დარეკა ცენტრში და შეატყობინა, რომ კოვიდი ჰქონდა.

გორგოძის განმარტებით, წელს ცენტრი აღარ ამოწმებს ვის აქვს დადასტურებული ვირუსი და იმედს იტოვებენ, რომ ეს აბიტურიენტი დღეს გამოცდაზე არ გამოცხადებულა.

სოფიო გორგოძის თქმით, გარკვეული პერიოდულობით, ჯანდაცვის სამინისტროსგან ინფორმაციას გამოითხოვენ, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების შესახებ და მათ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩაინიშნება დამატებითი გამოცდა:

„აბიტურიენტები, რომლებსაც კოვიდ-19 დაუდასტურდებათ გამოცდებს არ გამოეთიშებიან. მათთვის დამატებითი სესია დაინიშნება შესაბამის საგანში“.

აღსანიშნავია, რომ გამოცდა თითო საგანში ერთხელ დაინიშნება. კოვიდის დადასტურებიდან 7 დღის განმავლობაში არ უნდა გამოცხადდეს აბიტურიენტი გამოცდაზე, მაგრამ თუ გამოცდა მერვე დღეს აქვს და მაინც არ მოვა, მაშინ ტესტს ვერ აღადგენს.

იხილეთ ასევე:

გამოცდაზე აბიტურიენტთა 5% არ გამოცხადდა - სოფიო გორგოძე მეორე სესიაზე რეგისტრირებულებს მიმართავს

N175 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი 8 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა

ეროვნული გამოცდები დაიწყო - მინისტრი აბიტურიენტებსა და მასწავლებლებს მიმართავს


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203