„ძირითადად, სიტყვებს ასოები აკლდა...“ - რა შეცდომები შეხვდათ რედაქტირებაში აბიტურიენტებს
04-07-2022

გამოცდაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ტექსტის რედაქტირებაა - Etaloni.ge-ს აპლიკანტებმა გაუმხილეს, რა სახის ტექსტი შეხვდათ და როგორ გაარედაქტირეს ის:

„ტექსტის რედაქტირებაში ყველა ტიპის შეცდომა იყო, ტექსტის თემას რაც შეეხება - მე-18 საუკუნეში რუსეთი საქართველოში ხიდის აშენებით რომ არ დაინტერესდა; ესეს თემა - საზოგადოებას კარგი წარმოჩენა იმიტომ სჭირდება, რომ ცუდი არ გაბატონდესო. პირადად მე, კმაყოფილი ვარ“.

„ტექსტის რედაქტირებაში ძირითადად, სიტყვებს ასოები აკლდა, ან უნდა შეგეცვალა რომელიმე ასო, სიტყვაც. წინადადების შეცვლა საჭირო არ ყოფილა. ჩემთვის მართლა ძალიან ადვილი იყო. ესეც ძალიან მარტივი იყო, რაც გამოკვირდა კიდეც. თემა იყო: თუ იცი, რომ მაინც უნდა წააგო, აქვს თუ არა ბრძოლას აზრი. ტესტებში ლექსი იყო, კითხვებიც თემიდან გამომდინარეობდა და პასუხის გაცემაც გამიადვილდა...  დეტალები იყო ისეთი, რისი გამოყენებითაც დაწერა კარგად შეგვეძლო".

იხილეთ ასევე:

პირველი რკინიგზა, „დავითიანი“... - საკითხები, რომლებიც აბიტურიენტებს შეხვდათ

გამოცდაზე აბიტურიენტთა 5% არ გამოცხადდა - სოფიო გორგოძე მეორე სესიაზე რეგისტრირებულებს მიმართავს

N175 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი 8 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203