საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა
12-07-2022

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, იმ აპლიკანტებისათვის, რომელთაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება საგამოცდო დღეს ან საგამოცდო დღემდე 7 დღის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს შესაბამისი საგნის დამატებით ერთი საგამოცდო სესია;

ასევე გამონაკლისი დაიშვა იმ  აპლიაკნტებისთვის, ვინც ვერ შეძლებს საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო.

შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კი ამ აპლიკანტებმა ცენტრში უნდა წარმოადგინონ სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრი და ის უკვე ძალაშია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203