წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სამი დღესასწაული აღნიშნეს
26-03-2018
წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში სამი დღესასწაული - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, ტყის დაცვის საერთაშორისო დღე და გაზაფხულის ბუნიობა ანუ დღეღამტოლობა ერთად აღნიშნეს. 

სკოლაში, პროექტების პრეზენტაცია და ეკოკლუბ "ნიამორის" ინიციატივით აქცია გაიმართა.  
 
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელმა რუსუდან ჯიშკარიანმა, კლუბის ლიდერმა ზურაბ ჩაჩავამ, მისმა მოადგილეებმა - ანი ბენიძემ, მარიამ მურვანიძემ და წევრებმა - ქრისტინე ჯანელიძემ, დიანა ასათიანმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდამჭერი ვიდეორგოლი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ წარმოადგინეს. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ასევე პრეზენტაციები - „ტყე ჩვენი მეგობარია“ და „ბუნიობა“ აჩვენეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა, ასევე მოსწავლეებში ტყის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ბუნიობის მნიშვნელობის გააზრება. 
 
პროექტში მონაწილეობა წყალტუბოს დეპუტატმა, წყალტუბოს საკრებულოს, ქალაქის გამგეობის, ჯანდაცვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ზრუნვის დაწესებულების წარმომადგენლებმა მიიღეს.  

სკოლის წარმომადგენლები ღონისძიების სტუმრებს მადლობას უხდიან.   

იხილეთ ფოტოები

იხილეთ ვიდეო  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203