ამაღლების საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლაში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველოში დედას უხმობენ“, სადაც მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს.
„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ - მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეც აღნიშნეს.
ღონისძიებაში სკოლის სსმ(სპეციალური საჭიროების მქონე) მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები