„ეს სამყარო ყველასია, ჩემია და შენია“ - სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები
26-03-2018
სავანეთის საჯარო სკოლამ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს თანადგომა გამოუცხადა.
 
სკოლის აღსაზრდელებმა სლოგანები შექმნეს, კედლის გაზეთი გააკეთეს და პრეზენტაცია წარმოადგინეს.  
 
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ყველა ბავშვს ერთნაირად სჭირდება სითბო და სიყვარული. მოზარდების აზრით, ყოველი ბავშვი უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით. 
 
მოსწავლეებმა საკუთარი დამოკიდებულება სლოგანებითაც გამოხატეს - „ეს სამყარო ყველასია, ჩემია და შენია, ერთმანეთს რომ მოვეფეროთ, ეს ხომ დიდი ძღვენია“, “არ არსებობს დაუნის სინდრომი“, „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.   
 
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.      

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. 
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203