საქართველოში, ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე აცხადებს. მისი თქმით, რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარში 16 წლის გოგომ გამოიყენა.
„გუშინ 16 წლის გოგონა შემოვიდა, რომელმაც რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარში გამოიყენა. დიდი იმედი გვქონდა, რომ მსგავსი შემთხვევა არ იქნებოდა, თუმცა პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტს მესამე ხარისხის დაზიანება აქვს, ქიმიური დამწვრობაა. მდგომარეობა სტაბილურია. გარკვეული პერიოდი კლინიკაში დაყოვნება მოუწევს,“ - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.