დაგვიანება მეორე სესიაზეც დაფიქსირდა - გამოცდების ეროვნული ცენტრი 
04-07-2022
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია დასასრულს უახლოვდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორაციით ამჯერად გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 5 % არ გამოცხადებულა.

„აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით, მეორე სესიაზე დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში გამოცდა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ 08:00 საათიდან ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ: „ძირითადად, სიტყვებს ასოები აკლდა...“ - რა შეცდომები შეხვდათ რედაქტირებაში აბიტურიენტებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203