“კინო სკოლაში'' - მესხეთის საჯარო სკოლაში კინოცენტრის ჩვენებები განახლდა
01-11-2016

მესხეთის საჯარო სკოლაში, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის, ''კინო სკოლაში'', ფარგლებში დაგეგმილი ჩვენებები განახლდა.  

პროექტი მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს  დადებით ემოციებთან ერთად მიიღონ ინფორმაცია კინოს ისტორიაზე, განვითარების ეტაპებსა და თანამედროვე მიმართულებებზე, რეჟისორებზე, მსახიობებზე და ხელი შეუწყოს კინოს, როგორც ხელოვნების პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება ხარისხიანი კინოპროდუქციის  მიმართ.  

მოსწავლეებს საშუალება აქვთ დიდ ეკრანზე ნახონ არა მარტო ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმები, არამედ მსოფლიოკინო  შედევრები,  განიხილონ თითოეული მათგანი, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, სურვილის შემთხვევაში  მოსწავლეებმა შექმნან აფიშები ნანახ  ფილმებზე.     



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203