გაკვეთილზე დაკვირვება წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა საგამოცდო ტესტში ერთ-ერთი სამსჯელო დავალებაა და ის 12 ქულით ფასდება.
ტესტში მოცემულია პედაგოგის მიერ გაკვეთილზე დაკვირვების საფუძველზე შევსებული შეფასების ფორმა, რომლის მიხედვითაც აპლიკანტმა უნდა გააანალიზოს ჩატარებული გაკვეთილის ორი დადებითი მხარე, ორი უარყოფითი მხარე. შემდეგ კი შეიმუშავოს რეკომენდაციები, რომლებიც მასწავლებელს ხარვეზების აღმოფხვრაში დაეხმარება.
დავალება 3 კრიტერიუმით ფასდება:
I კრიტერიუმი - დადებითი მხარე
ამ კრიტერიუმის მიხედვით უმაღლეს შეფასებას დაიმსახურებთ, თუ დადებითი მხარე ადეკვატურად იქნება იდენტიფიცირებული და გაანალიზებული.
II კრიტერიუმი - უარყოფითი მხარე
ამ კრიტერიუმის მიხედვით უმაღლეს შეფასებას დაიმსახურებთ, თუ უარყოფითი მხარე ადეკვატურად იქნება იდენტიფიცირებული და გაანალიზებული.
III კრიტერიუმი - რეკომენდაცია
ამ კრიტერიუმის მიხედვით უმაღლეს შეფასებას დაიმსახურებთ, თუ რეკომენდაცია ადეკვატურად და მკაფიოდ იქნება ფორმულირებული.
გაეცანით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ტესტის ნიმუშში მოცემულ დავალებას:
გაკვეთილზე დაკვირვება - (მაქსიმალური ქულა -12)
სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მასწავლებელთა ურთიერთანამშრომლობის ერთ-ერთი ეფექტიანი სტრატეგიის - „კრიტიკული მეგობრის“ დანერგვა. პროექტის ფარგლებში კოლეგები ერთმანეთის გაკვეთილებს ესწრებოდნენ, აფასებდნენ და შეიმუშავებდნენ რეკომენდაციებს. გთავაზობთ ერთ-ერთი პედაგოგის მიერ გაკვეთილზე დაკვირვების საფუძველზე შევსებულ შეფასების ფორმას:
დავალება შეასრულეთ შემდეგი მითითებების მიხედვით:
- შეფასების ფორმაზე დაყრდნობით გააანალიზეთ ჩატარებული გაკვეთილის ორი დადებითი მხარე.
- შეფასების ფორმაზე დაყრდნობით გააანალიზეთ ჩატარებული გაკვეთილის ორი უარყოფითი მხარე.
- შეიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება ხარვეზების აღმოფხვრაში.