„ვეფხისტყაოსანი“ და „სამოსელი პირველი“ - ქართულის გამოცდის II დღის დილის სესიის საკითხები ცნობილია
05-07-2022
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე დღეს დილის სესიაზე მოსული თემები ცნობილია. 177-ე სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან პირველი აბიტურიენტები უკვე გამოვიდნენ.
როგორც აპლიკანტები გვეუბნებიან, დღეს დასაწერად არჩევანი „ვეფხისტყაოსანსა“ და „სამოსელ პირველს“ შორის უნდა გაეკეთებინათ.
„გამოცდა მარტივად დავწერე, ორი თემიდან უნდა აგვერჩია - „ვეფხისტყაოსანიდან“, ნაწყვეტის მიხედვით უნდა დაგეწერა - მეფე უნდა იყოს შემწყნარებელი თავის მტრებთან, როცა გაიმარჯვებს, ხოლო „სამოსელი პირველის“ მიხედვით: დღევანდელი გადმოსახედიდან მოძალადეებიც ხალიხის ბრალია თუ არა“, - გვითხრა აბიტურიენტმა.
„ესე იყო - უნდა მივუტევოთ თუ არა დამარცხებულ მტერს „ვეფხისტყაოსანიდან“. რედაქტირება მშენებლობას ეხებოდა და თითქმის ყველა ტიპის შეცდომა იყო. სიტყვის ბოლოში დ უნდა დაგეწერა თუ თ მაგაზეც იყო და მძიმეები იყო დასასმელი“, - აღნიშნავს საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტი.