„მე და შენ ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - მახათაურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს
26-03-2018
ირაკლი ბაზაძის სახელობის მახათაურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა კედლის გაზეთი - „მე და შენ ერთად ყველაფერს შევძლებთ“ გააკეთეს და „ჭრელი წინდების“ კამპანიას შეუერთდნენ.  
   
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანია მოსწავლეების დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიების ბოლოს მოზარდებმა ფერადი წინდებით ფოტოები გადაიღეს.  
      
ჭრელი წინდის კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან.   
    
დაუნის სიდრომის დღეს მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.
    
იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203