ცენტრი ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს იმ გამოსაცდელების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის თარიღი და დრო), რომლებიც არ გამოცხადდნენ შესაბამის გამოცდაზე. ცენტრი უფლებამოსილია, დაცული ფორმით მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია იმ გამოსაცდელების შესახებ, რომელთაც დაუდასტურდათ COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 7 დღის განმავლობაში. ცენტრსა და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეშვეობით;
ცენტრი უზრუნველყოფს იმ გამოსაცდელების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო - აღნიშნულმა პირებმა შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში უნდა წარმოადგინონ სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მიღებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის; მიღებული მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება;
აღსანიშნავია, რომ დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.