ეროვნულები - 2022, დღე მეორე... აბიტურიენტები მეორე ვარიანტის მოლოდინში არიან. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და არავინ იცის, რა საკითხები შეხვდებათ ამჯერად ქართულ ენასა და ლიტერატურაში...
დილის სესიაზე აპლიკანტებმა „ვეფხისტყაოსანი“ წერეს და სწორედ ამიტომ, მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ შუადღეს, იგივე საკითხები აღარ მოვა.
„მეორე ვარიანტის ბავშვები გადავრჩიიით!“... „ილოცეთ, უარესი არ შეგვხდეს“... - ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში გამოცდებს, თუმცა ზოგი იმასაც შიშობს, რომ შესაძლოა „ვეფხისტყაოსანზე“ ბევრად რთული ვარიანტი შეხვდეთ, მაგალითად ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები...
„დასაწერი კიდევ ბევრია, ვაჟა-ფშაველაც შეიძლება იყოს, თუმცა მე და ჩემს მეგობრებს მიგვაჩნია, რომ ამჟამად, ჰაგიოგრაფიასთან მოგვიწევს შეჯახება... ყველას წარმატებას გისურვებთ, ბავშვებო, ჩვენ ამას შევძლებთ!“
იხილეთ ასევე:
„გოგო ტიროდა და თან წერდა, მე 5 წამში გამოვედი... ჩემი გამჭირვებია“ - აბიტურიენტის სახალისო ამბავი
„ვეფხისტყაოსანი“ და „სამოსელი პირველი“ - ქართულის გამოცდის II დღის დილის სესიის საკითხები ცნობილია
აბიტურიენტმა მობილური საგამოცდო ოთახში შეიტანა - ინციდენტი გამოცდის პირველ დღეს