გაიცანით წარმატებული მოსწავლეები ვანის მეორე საჯარო სკოლიდან
26-03-2018
„უამრავი ადრენალინი, განცდა, გამარჯვების ჟინი, განათლების სურვილი, ცოდნის ზეიმი, სიხარული, ბედნიერება - ამ გრძნობებით გუგუნებდა დარბაზი „ეტალონზე,“ - ასე ეხმიანება ვანის N2 საჯარო სკოლაში კულტურის სახლში გამართულ ინტელექტ-ჩემპიონატს. ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მონიკა აბრამიძემ „ეტალონში“ მეორე ადგილი დაიკავა (82 ქულა), ხოლო ლაშა სოხანეიშვილმა - მეხუთე (77 ქულა).
„გვინდა მივულოცოთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, ათეულში გასულ ყველა მოსწავლეს და გამარჯვებულ ჯონი დიასამიძეს. მათ უფრო მეტ წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ,“- აცხადებენ სკოლის წარმომადგენლები.