ქართულის საგამოცდო დავალების ფოტო გავრცელდა - საქმეზე მოკვლევა დაიწყო
05-07-2022

2022 წლის ეროვნული გამოცდები არცთუ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, გამოცდების პირველივე დღეს ორი ინციდენტი მოხდა, მათ შორისაა: საგამოცდო ოთახში აბიტურიენტისთვის მობილურის აღმოჩენა და ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე სესიის ტექსტის რედაქტირების ფოტოს გავრცელება სოციალურ ქსელში.

მობილურის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ მკითხველს, რაც შეეხება ტექსტის ნაწილისთვის ფოტოს გადაღებას, ეს ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ფოტოს ავთენტურობა  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა.  

„გუშინ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიის დასრულების შემდეგ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ტესტის ერთი დავალების ფოტო. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა. აქვე მოგახსენებთ, რომ ტესტის ვარიანტები განსხვავებულია. შესაბამისად, ეს ფაქტი ვერ მოახდენს გავლენას აბიტურიენტთა ობიექტურ შეფასებაზე. აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს შევახსენებთ, რომ საგამოცდო სივრცეში ელექტრომოწყობილობის აღმოჩენის შემთხვევაში, გამოსაცდელი იხსნება გამოცდიდან და მისი ნაშრომი არ სწორდება“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

etaloni.ge-ს კითხვაზე, აღნიშნული ფოტო ხომ არ არის იმ აბიტურიენტის გადაღებული, რომელიც საგამოცდო ცენტრიდან სწორედ მობლურის შეტანის გამო მოიხსნა, გვეუბნება რომ ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.




იხილეთ: აბიტურიენტმა მობილური საგამოცდო ოთახში შეიტანა -  ინციდენტი გამოცდის პირველ დღეს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203