დღეს, 6 ივლისს აბიტურიენტებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბოლო დღეა. რა საკითხები შეხვდათ სესიაზე - აპლიკანტები ქართულის ბოლო გამოცდას Etaloni.ge-სთან აფასებენ:
„ჯაყოს ხიზნები“ იყო და თემა „ცოდნა თუ გაქვს, ფასდება თუ არა“. ტექსტის რედაქტირება მარტივი იყო. ძირითადად, პუნქტუაციური შეცდომები, ასევე სიტყვები უნდა გაგვესწორებინა. საგამოცდო გარემოც კარგი იყო ვფიქრობ, რაც შეიძლება მაღალ ქულას მივიღებ“
„ჯაყოს ხიზნები“ და „წერილი დედას“ იყო. ტექსტის რედაქტირების თემა ტრამვაიზე იყო. შეცდომებს რაც შეეხება, ძირითადად მძიმეები და სინტაქსური შეცდომები შემხვდა“.
„მე შემხვდა თემა: რამდენად რთული და მტკივნეულია ადამიანისთვის ახალ გარემოსთან შეგუება. პაოლო იაშვილის ლექსი „წერილი დედას“ იყო. გამოცდას რაც შეეხება, ძალიან მარტივია, ხალხი ტყუილად ნერვიულობს. რედაქტირებაც ძალიან მარტივია, ძირითადად, სტილისტური ხარვეზები და პუნქტუაცია იყო. ძალიან ლაღად დავწერე, ტექსტის გააზრებაც, ესეც და კითხვებზე პასუხიც ვფქრობ, რომ იდეალურად დავწერე“.
„ჯაყოს ხიზნები“ იყო და კიდევ ლექსი. ტექსტის რედაქტირებაც არ იყო რთული. თემა ცოდნაზე იყო. საგამოცდო გარემოც კარგი იყო, ყველაფერი წესრიგში იყო და გამართული. მე პირადად გამოცდის დაწერა არ გამჭირვებია“.
„ძალიან მარტივი იყო. მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ შემხვდა. თემაც ამაზე იყო დასაწერი, ზუსტი სახელი არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით, ასე იყო, რომ ცოდნას ფასი არ აქვს, თუ ცხოვრებაში ვერ იყენებ. ტექსტის რედაქტირებაც არ იყო რთული. ჩემთვის ყველა დავალება მარტივი იყო. ზოგადად, ვისაც ვიცნობ, ყველას წაკითხულის გააზრება უჭირს და ჩემთვის ესეც მარტივი იყო. კარგი, ნორმალური მოლოდინები მაქვს“.