თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდებს გაეცნენ
26-03-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ პროექტი - “ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაცია“ განხორციელდა. სკოლას კომპანიის თანამშრომლები ირინა თავდიდიშვილი და ზურაბ ზვიადაძე სტუმრობდნენ.
სტუმრებმა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარ აუდიტორიას ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდები აუხსნეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ზონებისა და ხიფათის შემცველი სიტუაციების შესახებ ესაუბრნენ, ჩაუტარეს ელექტროობასთან დაკავშირებული ცდები.
სკოლის მოწავლეებმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებისაგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ღონისძიების ბოლოს კომპანიის თანამშრომლებმა სკოლას საფრთხის შემცველი სიტუაციების ამსახველი პლაკატები გადასცეს.
როგორც მოსწავლეებმა და სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ელისო მურადაშვილმა აღნიშნეს, პროექტი მათთვის სასარგებლო და საინტერესო იყო.
სკოლის დირექცია პროექტის ორგანიზატორებს მადლობას უხდის.