დაწყებითების გამოცდაზე ერთი წუთით დაგვიანებული აპლიკანტი არ შეუშვეს - „გორიდან მოვდივარ და ამიტომ დამაგვიანდა”
დაწყებითის გამოცდაზე N39 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ერთმა აპლიკანტმა დაიგვიანა. საგამოცდო ცენტრში გამოსაცდელი ზუსტად ერთი წუთის დაგვიანებით გამოცხადდა, თუმცა ის გამოცდაზე მაინც არ შეუშვეს. დაგვიანების მიზეზი გზის სიშორე გახდა. როგორც თავად ცენტრის თანამშრომლებთან საუბრისას განმარტა: „გორიდან მოვდივარ და ამიტომ დამაგვიანდა”.
აპლიკანტის დაგვიანება განიცადეს ცენტრის თანამშრომლებმაც, თუმცა განაცხადეს, რომ წესი ყველასთვის ერთია და გამონაკლისი გამორიცხული იყო.
პირველი სესიაზე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შემდეგ საგნებს აბარებენ : ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური I-VI); ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური I-VI);
განახლება! შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, აპლიკანტი, რომელსაც ეგონა რომ გამოცდაზე დააგვიანდა, რეალურად აბიტურიენტია, რომელსაც სინამდვილეში გამოცდა არა დღეს, არამედ ხვალ აქვს. აღნიშნულის შესახებ ცენტრმა ინფორმაცია „დაგვიანებულ” აბიტურიენტსაც მიაწოდა.იხილეთ:
„რამდენჯერაც წარუმატებლად გავედი გამოცდაზე, სკოლაში დასაცინი გავხდი” - პედაგოგების განწყობები გამოცდის დაწყებამდემასწავლებლებისთვის გამოცდა დღეს, 6 საგანში ჩატარდება - მინიმალური ბარიერი თითოეულ საგანში