თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
26-03-2018

თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა: მოზარდებმა თემატური ნახატები დახატეს და სკოლაში გააკრეს, სახე მოიხატეს, პრეზენტაცია მოაწყვეს და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

ღონისძიება სკოლის დირექტორის ელისო მურადაშვილის ძალისხმევითა და მონაწილეობით გაიმართა. აქტივობების ორგანიზატორები ბიოლოგიის პედაგოგი მზევინარ კვინიკაძე და სპეცმასწავლებლები - მარიკა კუბლაშვილი და ხათუნა ჩუბინიძე არიან. 

სკოლა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდასაჭერად „ჭრელი წინდების" კამპანიაშიც ჩაერთო. 
მოსწავლეებმა ფერადი წინდები შეიძინეს და ფოტოები გადაიღეს.  

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები  სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა. 

ჭრელი წინდის კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203