აბიტურიენტი გამოცდაზე ერთი დღით ადრე მივიდა
07-07-2022
დღეს, დილის სესიაზე აპლიკანტი N39 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ორიოდე წუთის დაგვიანებით მივიდა და რა თქმა უნდა, გამოცდაზე ვერ შევიდა. მისი თქმით, გორიდან მოდიოდა და ამიტომ დააგვიანდა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-მ გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გვითხრა რომ აპლიკანტი მასწავლებლის გამოცდაზე სულაც არ გადიოდა.

ცენტრის განმარტებით, მას შემდეგ რაც გამოსაცდელმა ცენტრი დატოვა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მისი მონაცემები ბაზაში გადაამოწმეს და აღმოჩნდა რომ ის აბიტურიენტია, რომელსაც გამოცდა ხვალ აქვს. რის შემდეგაც ცენტრის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ აბიტურიენტს და აცნობეს რომ გამოცდა არა დღეს, არამედ ხვალ აქვს და მის დასაწერად, ხვალ დილის 8 საათიდან 9 საათამდე უნდა გამოცხადდეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს ყურადღებით წაიკითხონ საგამოცდო ბარათზე დატანილი ინფორმაცია და დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში.


იხილეთ ასევე:

დაწყებითების გამოცდაზე ერთი წუთით დაგვიანებული აპლიკანტი არ შეუშვეს - „გორიდან მოვდივარ და ამიტომ დამაგვიანდა”
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203