„გამოცდა იმაზე მეტ ცოდნას მოითხოვდა ვიდრე დაწყებითების მასწავლებელს სჭირდება“ - ტესტიდან გამოსული პედაგოგების შეფასებები
07-07-2022

დაწყებითი საფეხურის გამოცდაზე გასული პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები საგამოცდო ცენტრებს ტოვებენ. მათი თქმით, გამოცდა საშუალო სირთულის იყო, თუმცა იმაზე მეტ ცოდნას მოითხოვდა, ვიდრე I-IV კლასის პედაგოგებს სჭირდებათ. Etaloni.ge-სთან გამოცდას მოქმედი პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები აფასებენ:

„საკითხები, რომლებიც ბიოლოგიიდან იყო, უფრო მეტად გამიჭირდა. იმაზე მეტი ცოდნა იყო საჭირო, ვიდრე დაწყებითის მასწავლებელს სჭირდება, თუმცა, საერთო ჯამში, ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო, იმედიანად ვარ”.

„ბიოლოგიიდან იყო, პარაზიტეზე იყო ერთი საკითხი, რა სახით მრავლდებოდა. მე გეოგრაფიული ნაწილი უფრო გამიჭირდა. საგამოცდო ტესტი საშუალო სირთულისაა”.

„ბუნებისმეტყველება ჩავაბარე და უმარტივესი იყო, იმაზე ადვილიც კი, ვიდრე ველოდი”.

რუკა რისთვის გვქონდა, არ ვიცი, იქ გეოგრაფიული საკითხი დიდი არაფერი იყო. ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან საერთოდ სხვა თემები იყო, ვიდრე გასულ წლებში”. 

ვფიქრობ, რომ ტესტი აქტუალურ კითხვებს შეეხებოდა. კოვიდზეც კი იყო კითხვა, როგორ ვრცელდებაო. ასევე დისკრიმინაციაზე, აქტუალურ დღევანდელ პრობლემაზე იყო.”

„დაწყებითის კომბინირებული გამოცდა ჩავაბარე, ძალიან სააზროვნო ტესტი იყო და სიღრმისეულ მუშაობას მოითხოვდა. დასაწერი თემა თანასწორუფლებიანობას ეხებოდა, კერძოდ, ქალისა და მამაკაცის უფლებებს. ყურადღებით ვწერდი და დიდი იმედი მაქვს, გამიმართლებს” - დღეს პირველ სესიაზე გასული აპლიკანტები დაწყებითის კომბინირებულ გამოცდას, ასევე დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველებასა და ქართულ ენასა და ლიტერატურას აბარებენ.

იხილეთ: ქალთა უფლებების შელახვა და პრობლემის აღმოფხვრის გზები - კიდევ რა წერეს მასწავლებლებმა გამოცდაზე

მასწავლებლებისთვის გამოცდა დღეს, 6 საგანში ჩატარდება - მინიმალური ბარიერი თითოეულ საგანში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203