თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები თეატრალური კონკურსის ფინალში არიან
27-03-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლის სომხური სექტორის VIII - X კლასის მოსწავლეები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ თეატრალურ კონკურსში - „ჩემი პირველი ქართული როლი“ ჩაერთვნენ.

სკოლის აღსაზრდელებმა ჰოვანეს თუმანიანის „გიქორი“ დადგეს.  

სპექტაკლმა სასკოლო და მუნიციპალური ეტაპები გაიარა და დასკვნით ტურში გადავიდა.  

სცენარი და რეჟისურა ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგ დალი ფეიქრიშვილს ეკუთვნის. 
 
ფილმი მხატვრულად სკოლასთან არსებული ხელოვნების წრის ხელმძღვანელმა გვანცა მეტრეველმა გააფორმა. სპექტაკლის დადგმაში აქტიურად მონაწილეობდნენ მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია.  

სკოლის  ადმინისტრაცია სპექტაკლში მონაწილე მოსწავლეებს და შემოქმედებით ჯგუფს დასკვნით ტურში გადასვლას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.  

აღნიშნული კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203