„თხილის კულტურას ვუვლი და ეს საქმე ძალიან მიყვარს“- როგორ ატარებენ თავისუფალ დროს დირექტორები?
ზაფხული ის დროა, როდესაც სკოლების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ეძლევათ ჰობს მეტი დრო დაუთმონ.
etaloni.ge დაინტერესდა რითი არიან დაკავებულები თავისუფალ დროს საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორები.ფაიაზ ველიეი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს საჯარო სკოლის დირექტორი:„კითხვა ძალიან მიყვარს ამიტომაც, თავისუფალ დროს ბევრს ვკითხულობ“.
მასიმ აივაზოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი:„დიდი თხილის ბაღი მაქვს გაშენებული, სადაც თხილის კულტურას ვუვლი. ეს საქმე ძალიან მიყვარს და თავისუფალ დროს ბაღზე ვზრუნავ“.
დურსუნ ისმაილოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი:„ძალიან მიყვარს კითხვა და ახალი ინფორმაციის მოსმენა-გაცნობა. თუმცაღა, თავისუფალი დრო მხოლოდ საღამოობით მაქვს“.
მამედ პირიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი: „სიმინდის კულტურა მაქვს დათესილი, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვუვლი“.
მუსა ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი: „მათემატიკოსი ვარ, ძალიან მიყვარს ჭადრაკის თამაში, ასევე, სპორტი. თამაშით, ხშირად ვერ ვთამაშობ, თუმცა, ყოველთვის ვუყურებ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებს“.
გიას ბადალოვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლის დირექტორი:„ახლა გამოცდისთვის ვემზადები მაგრამ, ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა და თავისუფალ დროს, სწორედ, კითხვით ვარ დაკავებული“.