გომის საჯარო სკოლის მოსწავლემ ესსეების კონკურსში გაიმარჯვა
27-03-2018
გომის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ლიზი  ბლიაძემ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ესსეების კონკურსში - „ჩემი ევროპა“ გაიმარჯვა. 

ლიზის სამოქალაქო განათლებას პედაგოგი ციური თედიაშვილი ასწავლის. 

დაჯილდოება 30 მარტს, 14 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“, აშშ საელჩოს მონაწილეობით, გაიმართება. 

გამარჯვებულები სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან. 

ასევე გამარჯვებული მოსწავლეები და მათი სამოქალაქო განათლების მასწავლებლები ლოპოტაზე  საგაზაფხულო სკოლაში მიიღებენ მონაწილეობას.  

სკოლის ადმინისტრაცია ლიზის გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.    
 
სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ესსეების კონკურსს  „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ აშშ საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროექტის - „ანტიდასავლური პროპაგანდის შეკავება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტების შესახებ განათლების გაძლიერების გზით“ ფარგლებში ატარებს.  

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203