დღეს გამოცდებს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ორ სესიად აბარებდნენ როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, გამოცდებზე ჯამში აპლიკანტთა 14% არ მივიდა.
„დარეგისტრირებულებიდან სულ გამოცხადდა 86%-ზე მეტი გამოსაცდელი. დაიგვიანა შვიდმა აპლიკანტმა.
ხვალ აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ, 2022 წელს ამ გამოცდაზე გასვლის სურვილი 13 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.