„ერთქულიანი დავალებებები საკმაოდ მარტივი იყო, მაგრამ ამოცანები გამიჭირდა. მასშტაბით გამოთვლაზე იყო ერთ-ერთი ამოცანა, პროცენტების შედარებაზეც იყო დავალებები; გრაფიკებზეც იყო, ფუნქციის მიხედვით უნდა გაგეკეთებინა და განტოლება ამოგეხსნა ბოლოს“.
„ტესტური სავარჯიშოებიდან იყო მნიშვნელობათა სიმრავლის გამოთვლა, კვადრატის, წრის, მართკუთხედის ფართობი უნდა გვეპოვნა; პროცენტების გამოთვლაც იყო, სვეტოვანი დიაგრამის აგებასაც ითხოვდნენ, ვერ ვიტყვი რომ მარტივი იყო, თუმცა ვფიქრობ, კმაყოფილი ვარ“.
„დრო დამჭირდა, მაგრამ რთული საკითხები არ იყო. ფართობის პოვნას გვთხოვდნენ და პროცენტის გამოთვლას. ყველაზე რთული სვეტოვანი დიაგრამის აგება იყო. ერთ-ერთ ამოცანაში წლების მიხედვით უნდა გეპოვნა მოგება. ასევე იყო კუთხის სიდიდეზე“.
მათემატიკის გამოცდის პირველი სესია დილის 09:00 საათზე დაიწყო. მეორე სესიაზე რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო გამოცდა 15:00 საათზე, დღეს ჯამში გამოცდაზე 13 800 მეტი აბიტურიენტი უნდა გავიდეს.