გიმნაზია „იბერიაში“ ღონისძიებები და პროექტები აქტიურად ტარდება
27-03-2018
ბათუმის მრავალდარგობრივი გიმნაზია „იბერიის“ მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში აქტიურად არიან ჩართული. 

პროექტებს საგნების მასწავლებლები ხელმძღვანელობენ.    

მასწავლებლის მელანო აბულაძის გაკვეთილით მათემატიკის, ისტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის კვირეული გაიხსნა. მან გაკვეთილი მეხუთე კლასში ჩაატარა.   
 
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესა და „ვეფხისტყაოსანს“ მიეძღვნა საინტერესო აქტივობებით, რუსთაველის აფორიზმებითა და ძველი ქართული სიბრძნით გაჯერებული ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი VI კლასში.    

სახალისო გაკვეთილი ჩატარდა მეოთხე კლასში. მასწავლებელმა როგნეტა ციციანიანმა მოსწავლეები ორ ჯგუფად დაყო. „ლომების“ და “არწივების“ ჯგუფი ერთმანეთს მხიარულ მათემატიკაში შეეჯიბრნენ.   

არანაკლები აქტიურობით გამოირჩევიან პირველკლასელები, რომლებიც საბავშვო-ახალგაზრდული ბიბლიოთეკის მუდმივი და აქტიური წევრები გახდნენ.  
 
სააქტო დარბაზში უმცროსკლასელებისთვის ფილმის ჩვენება მოეწყო თემაზე „როგორ მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციების დროს (მიწისძვრა, ხანძარი, წყალდიდობა)“. ფილმმა მოსწავლები ძალიან დააინტერესა.   

გიმნაზია „იბერია“ მოსწავლეებს შემდეგში უფრო აქტიურ და საინტერესო დღეებს ჰპირდება.  
 
იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203