ციფრული მოქალაქე არის ადამიანი, რომელიც აქტიურადაა ჩართული ციფრულ სამყაროში. კარგი ციფრული მოქალაქეობა კი ონლაინ სივრცეში ქცევის წესების გათვალისწინებას, საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვას გულისხმობს.
ციფრული წიგნიერება, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების ჩამონათვალში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე უნდა დაეუფლონ ციფრულ სამყაროში ქცევის წესებს და უნდა იცოდნენ უფლება-მოვალეობები, რომელიც ონლაინ სივრცეში აკისრიათ. როდესაც ვსაუბრობთ სწავლებაზე, თავისთავად მოიაზრება, რომ, პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა ერკვეოდეს ციფრული სამყაროში, იცავდეს და ითვალისწინებდეს იმ წესებს, რასაც კარგი ციფრული მოქალაქეობა გულისხმობს.
დღეისათვის, როდესაც სოციალურ ქსელებში ათასგვარი ინფორმაცია ვრცელდება, რთულია გაარჩიო, რომელია სიმართლე და რომელი - ტყუილი. მასწავლებელს კი ონლაინ სივრცეში არსებული ყალბი ახალი ამბისა და ცრუ ინფორმაციის იდენტიფიკაცია უნდა შეეძლოს.
დეზინფორმაციის, ყალბი ინფორმაციის, პროპაგანდისა და პოპულისტური განცხადებების გარჩევას გარკვეული უნარ - ჩვევების ქონა, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების, კერძოდ კი, განსხვავებული ნარატივის მქონე წყაროების, შესწავლის უნარი სჭირდება. ციფრულ მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, თითოეული მოვლენისა თუ განცხადების მიღმა დამალული მოტივების, სურვილებისა და მიზნების აღქმა.
გთავაზობთ ამონარიდს მასწავლებელთა პროფესიული უნარების საგამოცდო ლიტერატურიდან, რომელიც ციფრული მოქალაქეობის მნიშვნელობას ეხება.
რა შეუძლია კომპეტენტურ ადამიანს:
რას აკეთებს ადამიანი, რომელსაც საჭირო კომპეტენციები აკლია:
როგორც ჩანს, ციფრული მოქალაქეობა იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ციფრულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს რა არის მისაღები ქცევა ონლაინ სამყაროში და უნდა შეეძლოს ტყუილ-მართალი ინფორმაციის გარჩევა. ეს უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის, რადგან არც თავად გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლი და არც სხვებს მოახვიონ თავს მცდარი ინფორმაციები.