ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ლაშქრობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები გამოუმუშავდათ
27-03-2018
ქსნის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სამოქალაქო თავდაცვის გაკვეთილზე ლაშქრობა მოაწყვეს. ლაშქრობას საგნის მასწავლებელი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავიდნენ. მათ თან ლაშქრობისთვის საჭირო აღჭურვილობა მიჰქონდათ. მათ ისწავლეს კარვის გაშლა, კომპასის გამოყენება, დაკარგვის შემთხვევაში გზის გამოგნება და სხვა.
სკოლის წარმომადგენელის ინფორმაციით, მოსწავლეებმა დრო ძალიან მხიარულად გაატარეს და ლაშრობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები გამოუმუშავდათ.