გამოცდიდან 4 აპლიკანტი მოხსნა: „შპარგალკისა“ და ტესტზე სხვა პირის შესვლა დაფიქსირდა - სოფიო გორგოძე I კვირას აჯამებს
08-07-2022

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე გამოცდების პირველ კვირას აჯამებს. მისი თქმით, მობილურის შეტანის გარდა იყო დამხმარე მასალის შეტანისა და გამოცდაზე სხვა პირის შესვლის შემთხვევაც - საერთო ჯამში პირველივე კვირას გამოცდებიდან 4 აპლიკანტია მოხსნილი.

„ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი. გვაქვს 95%-იანი გამოცხადება. სამწუხაროდ, მაინც გვაქვს დაგვიანების შემთხვევები, ამ დრომდე გვაქვს, დაგვიანების 19 შემთხვევა და ერთი, როცა აპლიკანტი სხვა დღეს მოვიდა გამოცდაზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა აპლიკანტს, რომ საგულდაგულოდ გაეცნენ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

მინდა ვთქვა, რომ გვაქვს გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევა. ერთი იყო ტელეფონის ფარულად შეტანის გამო, დამხმარე მასალის შეტანის გამო და იყო შემთხვევა, როცა კონკრეტული პირი, მისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა ტესტის შესრულებას. მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო აპლიკანტები, რომ მსგავსი შემთხვევები არ რჩება ინდენტიფიცირების გარეშე. გვყავს ძალიან კომპეტენტური პერსონალი და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ სიტუაციაში. ორივე პირი მოხსნილია გამოცდიდან, ორივე მათგანი იყო გამოცდაზე დარეგისტრირებული“, - აღნიშნავს სოფიო გორგოძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203