8 ივლისს აბიტურიენტებმა მათემატიკის გამოცდა ორ სესიად ჩააბარეს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
დარეგისტრირებულებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი. დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს ინგლისური ენის გამოცდით გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ.
საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად არის თქვენი საშვი მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.