რამდენი წლით შეგენახებათ პროფესიული უნარების გამოცდაზე მიღებული ქულა? - ამ ვადაში, სტატუსის ამაღლებისთვის, სხვა სავალდებულო აქტივობები უნდა მოასწროთ
23-07-2022

უფროსმა და წამყვანმა მასწავლებლებმა 14 და 15 ივლისს გამოცდა პროფესიულ უნარებში ჩააბარეს.  პროფესიული უნარების გამოცდა ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელიც კარიერული წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა უნდა ჩააბარონ. შემდეგ კი ისინი პრაქტიკული საქმიანობის მხრივ შეფასდებიან.

მთავრობის დადგენილებით, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“ შესული ცვლილების თანახმად, აპლიკანტებს, რომლებიც გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ, ქულა 3 წლის ვადით შეენახებათ. მასწავლებელმა, სტატუსის ამაღლებისთვის, გამოცდის ჩაბარებიდან 3 წელში უნდა მოასწროს პრაქტიკულ ნაწილშიც დადებითი შეფასების მიღება. კერძოდ, გარე დაკვირვების გავლა და პორტფოლიოს შეფასება.

„წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დაწესებულ ზღვარს. პირს გამოცდაზე მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, პირს უფლება აქვს, მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი“ - წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ მინიმუმ 43 ქულა; მენტორობის მსურველმა კი -  ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, ანუ მინიმუმ 53 ქულა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203