ინგლისურის გამოცდაზე 2-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა -„ არც მიჭამია, ჩაიც არ დამილევია, შემიშვით, ძალიან გთხოვთ“
11-07-2022
177-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ინგლისურის გამოცდაზე დღეს ორმა აპლიკანტმა დაიგვიანა. ერთმა აბიტურიენტებმა 1 წუთი დააგვიანა, მეორემ 3, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა არც ერთი შეუშვია, ტესტის დასაწერად.

გამოცდაზე დაგვიანება ემოციური იყო ერთ-ერთი აპლიკანტისთვის, რომელიც აცხადებს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ავადმყოფობის გამო გადაუდო გამოცდების ცენტრმა, ვინაიდან საავადმყოფოში იყო. აპლიკანტსა და ცენტრის წარმომადგენლებს შორის საუბარი რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას აბიტურიენტის ტესტზე შეშვებას თვალცრემლიანი მშობლებიც სთხოვდნენ. 

„შემიშვით რაა, ძალიან გთხოვთ. ბოჭორიშვილის კლინიკაში ვიწექი ერთი კვირით წინ, მოწამლული ვიყავი, ქართულის გამოცდაც გადამივადეს. იციან... შემიშვით რაა. ბიუროკრატიის გამო 3 წუთი დამაგვიანდა და ახლა 1 წელი უნდა ვიცადო“ - აღნიშნა აბიტურიენტმა, რომელსაც საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ „დილით კორდინატორს ჰქონდა კომუნიკაცია თქვენს მშობელთან. თქვენ უბრალოდ ურიგოდ უნდა შემოსულიყავით, ეგ იცოდით და სახლიდან გამოხვედით გვიან.

როგორც აბიტურიენტი ამბობს შორიდან მოდის და ამიტომ დააგვიანდა - „ისნიდან მოვდივართ ტაქსით, არც მიჭამია, ჩაიც არ დამილევია, შემიშვით ძალიან გთხოვთ“. 

თუმცა, დაგვიანების მიზეზი საპატიო სულაც არ არის - „ვერ დავუშვებთ პრეცედენტებს, მით უფრო გქონდათ კოორდინატორთან კონტაქტი. უნდა მოსულიყავით 8- ზე, თქვენ უბრალოდ ურიგოდ უნდა შემოსულიყავით. ძალიან სამწუხაროა მაგრამ დაგაგვიანდათ“, - აღნიშნა ცენტრის კოორდინატორმა. 

აღნიშნული დიალოგის შემდგომ, აბიტურიენტმა მშობლებთან ერთად საგამოცდო ცენტრი დატოვა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203