კიდევ 5 აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან - „ნაეკის“ შეხსენება აპლიკანტებს
11-07-2022

ახლა საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს:

პირველ სესიაზე გამოცხადდა დარეგისტრირებულების 94%-ზე მეტი. დაიგვიანა ხუთმა გამოსაცდელმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203